მეცნიერების კლასიფიკაცია
კვანტური მექანიკის შესავალი
ელექტრონი ხან ნაწილაკივით იქცევა, ხან ტალღასავით — და ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ვაკვირდებით. ორმაგი ხვრელის ცდა დღემდე კვანტური მექანიკის ყველაზე თვალსაჩინო ილუსტრაციად რჩება.
ჰაიზენბერგის განუზღვრელობის პრინციპი გვეუბნება: ნაწილაკის კოორდინატისა და იმპულსის ერთდროულად ზუსტად გაზომვა შეუძლებელია — არა ხელსაწყოს სისუსტის, არამედ ბუნების ფუნდამენტური თვისების გამო.