Skip to main content

საზაფხულო სკოლები

საზაფხულო სკოლები ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი გზაა ახალი ცოდნის, პრაქტიკული გამოცდილებისა და საერთაშორისო კონტაქტების მოსაპოვებლად. ისინი, როგორც წესი, რამდენიმე დღიდან რამდენიმე კვირამდე გრძელდება. მონაწილეებს სთავაზობს ლექციებს, პრაქტიკულ სესიებს, კვლევით პროექტებსა და გუნდურ სამუშაოებს.

საერთაშორისო დონეზე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს Erasmus+- ის ფარგლებში ორგანიზებული საზაფხულო სკოლები, CERN Summer Student Programme, CERN Openlab Summer Student Programme, DAAD-ის საერთაშორისო საზაფხულო სკოლები და LEAPS-ის ასტროფიზიკის პროგრამა. აღნიშნული ინიციატივები სტუდენტებს საშუალებას აძლევს იმუშაონ თანამედროვე სამეცნიერო თემებზე და უშუალოდ ითანამშრომლონ საერთაშორისო ექსპერტებთან.

საქართველოშიც მრავალი უნივერსიტეტი ყოველწლიურად ატარებს საზაფხულო და ზამთრის სკოლებს. მაგალითად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და სხვა უმაღლესი სასწავლებლები სხვადასხვა მიმართულებით სთავაზობენ სტუდენტებს მოკლევადიან საგანმანათლებლო პროგრამებს.

პრაქტიკული რჩევები

  • რეგულარულად შეამოწმეთ უნივერსიტეტებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ვებგვერდები;
  • განაცხადის მომზადება დაიწყეთ რამდენიმე თვით ადრე;
  • წინასწარ მოამზადეთ CV და სამოტივაციო წერილი;
  • ყურადღება მიაქციეთ დაფინანსების შესაძლებლობებსა და სტიპენდიებს;
  • პირველივე უარის შემთხვევაში არ შეწყვიტოთ განაცხადების გაგზავნა;