Skip to main content

კონფერენციები

კონფერენციები მეცნიერების სამყაროში იდეებისა და კვლევების გაზიარების ერთ-ერთი მთავარი ფორმაა. ისინი მონაწილეებს საშუალებას აძლევს გაეცნონ თანამედროვე კვლევებს, მოისმინონ დარგის სპეციალისტების მოხსენებები და წარადგინონ საკუთარი ნაშრომები.

ბევრი სტუდენტი ფიქრობს, რომ კონფერენციაში მონაწილეობა მხოლოდ გამოცდილ მკვლევრებს შეუძლიათ, თუმცა რეალურად თითქმის ყველა უნივერსიტეტში იმართება სტუდენტური და ფაკულტეტის კონფერენციები, რომლებიც სწორედ დამწყები მკვლევრებისთვისაა.

საქართველოში პრაქტიკულად ყველა უნივერსიტეტის ფაკულტეტს აქვს საკუთარი სტუდენტური სამეცნიერო კონფერენციები და სემინარები. მაგალითად, ჰუმანიტარულ, სოციალურ, საბუნებისმეტყველო და ფაკულტეტებზე სტუდენტებს ხშირად ეძლევათ შესაძლებლობა წარმოადგინონ საკუთარი კვლევის შედეგები.

საერთაშორისო დონეზე სტუდენტებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ ონლაინ კონფერენციებში, სტუდენტურ სიმპოზიუმებსა და ახალგაზრდა მკვლევართა ფორუმებში.

კონფერენციების ლინკები

  1. https://tsu.ge/ka/scientific- relations/page/%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%A4%E1%83%94%E1%83%A 0%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98
  2. https://ug.edu.ge/international_conferences

3) https://www.cu.edu.ge/ka/research/conferences

4) https://eeu.edu.ge/portfolio/edu-conference/

5) https://ibsu.edu.ge/research/scientific-conferences/

6) https://gtu.ge/en/apply/prof/news/?PAGEN_1=18

7) https://seu.edu.ge/ka/studenturi-konferentsiebi

პრაქტიკული რჩევები

  • მონაწილეობა დაიწყეთ უნივერსიტეტის შიდა კონფერენციებიდან;
  • შეარჩიეთ მცირე მოცულობის, მაგრამ საინტერესო საკვლევი თემა;
  • წინასწარ ივარჯიშეთ პრეზენტაციის წარმოდგენაში;
  • შეკითხვების დასმა და დისკუსიაში ჩართვა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც მოხსენების წარდგენა;
  • კონფერენციის შემდეგ შეინარჩუნეთ პროფესიული კონტაქტები;