Skip to main content
Published

Skills Needed for Research

აკადემიური და კვლევითი საქმიანობა სხვადასხვა უნარის ერთობლიობას მოითხოვს. სტუდენტს, ახალგაზრდა მკვლევარსა და აკადემიური კარიერის განვითარების მსურველ პირს საჭიროა შეეძლოს ინფორმაციის მოძიება და შეფასება, კვლევის დაგეგმვა, აკადემიური ტექსტის მომზადება, ციფრული ინსტრუმენტების…

22 August 2026 100

აკადემიური და კვლევითი საქმიანობა სხვადასხვა უნარის ერთობლიობას მოითხოვს. სტუდენტს, ახალგაზრდა მკვლევარსა და აკადემიური კარიერის განვითარების მსურველ პირს საჭიროა შეეძლოს ინფორმაციის მოძიება და შეფასება, კვლევის დაგეგმვა, აკადემიური ტექსტის მომზადება, ციფრული ინსტრუმენტების გამოყენება, საკუთარი ნაშრომის წარდგენა და პროფესიულ გარემოში ეფექტიანი კომუნიკაცია.

უნარები ეტაპობრივად ვითარდება და მათი სრულყოფა აკადემიური გზის სხვადასხვა საფეხურზე გრძელდება.

კვლევითი უნარები აუცილებელია როგორც სასწავლო დავალებების, ისე საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო კვლევების შესრულებისთვის.

მკვლევარს უნდა შეეძლოს საკვლევი თემის განსაზღვრა, კვლევის პრობლემის ჩამოყალიბება, კვლევითი კითხვების დასმა და კვლევის მიზნისა და ამოცანების განსაზღვრა.

მნიშვნელოვანია კვლევის მეთოდოლოგიისა და შესაბამისი მეთოდების შერჩევის ცოდნაც. მკვლევარმა უნდა შეძლოს განსაზღვროს, რომელი მიდგომა და მეთოდი შეესაბამება მის კვლევით კითხვებსა და საკვლევ მასალას.

კვლევითი უნარები ასევე მოიცავს მონაცემების შეგროვების, ორგანიზების, მართვისა და ანალიზის უნარს.

განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სანდო აკადემიური წყაროების მოძიების უნარს. მკვლევარმა უნდა იცოდეს, როგორ გამოიყენოს აკადემიური საძიებო სისტემები, სამეცნიერო ბაზები, ელექტრონული ბიბლიოთეკები და რეპოზიტორიუმები.

Share

Other research

Academic Writing and Paper Preparation Skills

აკადემიური წერის უნარი გულისხმობს კვლევის შედეგებისა და საკუთარი მოსაზრებების მკაფიოდ, ლოგიკურად და არგუმენტირებულად გადმოცემას.

83

Information Literacy

ინფორმაციული წიგნიერება გულისხმობს საჭირო ინფორმაციის მოძიების, მისი სანდოობის შეფასების, შესაბამისი წყაროს შერჩევისა და ინფორმაციის ეთიკურად გამოყენების უნარს.

91

Academic Writing

აკადემიური წერა არის აკადემიურ და სამეცნიერო გარემოში ინფორმაციის, მოსაზრებების, არგუმენტებისა და კვლევის შედეგების წერილობითი ფორმით წარმოდგენის საშუალება.

100

The Research Process

კვლევის პროცესი რამდენიმე ურთიერთდაკავშირებულ ეტაპს მოიცავს. მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტული კვლევის სტრუქტურა და ეტაპების თანმიმდევრობა შეიძლება დარგისა და კვლევის ტიპის მიხედვით განსხვავდებოდეს, კვლევის დაგეგმვისას რამდენიმე ძირითადი საკითხის გათვალისწინება აუცილებელია.

98