პრაქტიკული აქტივობები
მეცნიერებით დაინტერესება მხოლოდ წიგნების კითხვითა და ლექციებზე დასწრებით არ შემოიფარგლება. სამეცნიერო ცოდნის გაღრმავებისა და პროფესიული უნარების განვითარების მნიშვნელოვანი საშუალებაა სხვადასხვა პრაქტიკულ აქტივობაში მონაწილეობა. სწორედ ასეთი აქტივობები აძლევს ახალგაზრდებს შესაძლებლობას რეალურ გარემოში გამოსცადონ საკუთარი ცოდნა, გაიცნონ თანამოაზრეები, დაამყარონ პროფესიული კონტაქტები და უკეთ გაერკვნენ საკუთარ სამომავლო ინტერესებსა და კარიერულ მიზნებში.
პრაქტიკული აქტივობები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადრეულ ეტაპზე, რადგან ისინი სტუდენტებსა და მოსწავლეებს აცნობენ სამეცნიერო კვლევის პროცესს, პროექტებზე მუშაობის სპეციფიკას, აკადემიური კომუნიკაციის ფორმებსა და საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოების საქმიანობას. ამასთანავე, მსგავსი გამოცდილება მნიშვნელოვნად ზრდის ახალგაზრდების კონკურენტუნარიანობას როგორც აკადემიურ, ისე პროფესიულ სფეროში.
სწორედ ამიტომ, მეცნიერებით დაინტერესებულმა ახალგაზრდებმა აქტიურად უნდა გამოიყენონ ადგილობრივი და საერთაშორისო შესაძლებლობები – მონაწილეობა მიიღონ საზაფხულო სკოლებში, კონფერენციებში, კონკურსებში, სტაჟირებებსა და მეცმოერების პოპულარიზაციის ღონისძიებებში.