ბაკალავრიატი
როგორ ავირჩიო ბაკალავრიატის პროგრამა
ბევრი აბიტურიენტი პროგრამას პრესტიჟის მიხედვით ირჩევს. სინამდვილეში უფრო მნიშვნელოვანია სამი კითხვა: რა საგნები მემარჯვება, რას ვსწავლობ სიამოვნებით და სად მინდა ვიყო ხუთ წელიწადში.
სასწავლო გეგმას დაუთმეთ დრო — შეადარეთ კონკრეტული კურსები, არა მხოლოდ პროგრამის სახელწოდება.