გადასვლა მთავარ შიგთავსზე

სკოლა

სკოლის დამამთავრებელი საფეხური აკადემიური გზის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია, რადგან სწორედ ამ პერიოდში იწყებს მოსწავლე საკუთარი ინტერესების გააზრებას და მომავალი პროფესიის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას.

ამ ეტაპზე სწავლება ორიენტირებულია საბაზისო ცოდნის გაღრმავებაზე და ზოგადი განათლების დასრულებაზე. დამამთავრებელ კლასებში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა კრიტიკული აზროვნების, ანალიზის, ტექსტთან მუშაობისა და არგუმენტაციის უნარების განვითარებას. ასევე მნიშვნელოვანია ეროვნული გამოცდებისთვის მომზადება, რომელიც უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარების წინაპირობას წარმოადგენს.

რეკომენდებულია, რომ დამამთავრებელი კლასის მოსწავლემ თვალი ადევნოს გამოცდების ეროვნული ცენტრის (ლინკი: https://naec.ge/#/ge/index) მიერ დაანონსებულ სიახლეებს. თავის საიტზე ცენტრი ყოველწლიურად ტვირთავს ერთიანი ეროვნული გამოცდების პროგრამებს, ცნობარს, გამოცდაზე რეგისტრაციის ვადებისა და პროცედურების შესახებ ინფორმაციას.

სწორად დაგეგმილი არჩევანი ამ ეტაპზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს შემდგომ აკადემიურ და პროფესიულ განვითარებაზე.

საიტზე განთავსებული ინფორმაცია პერიოდულად განახლდება განათლების რეფორმის ფარგლებში განხორციელებული ცვლილებების გათვალისწინებით. იმისთვის, რომ სტუდენტის მომავალი სწორად წარიმართოს, აუცილებელია მის ინტერესებზე მორგებული უნივერსიტეტის არჩევა. ქვემოთ იხილავთ საქართველოში მოქმედი უნივერსიტეტების სიას.

საქართველოში არსებული უნივერსიტეტების სია

  1. სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი – https://www.tsu.ge/
  2. სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი – https://gtu.ge/apply/bach.php/
  3. სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი – https://iliauni.edu.ge/ge
  4. სსიპ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი – https://www.sou.edu.ge/
  5. სსიპ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი – https://sjuni.edu.ge/
  6. სსიპ სასწავლო უნივერსიტეტი - ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია – https://bsma.edu.ge/
  7. სსიპ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია – https://tsc.edu.ge/
  8. სსიპ საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი – https://tafu.edu.ge/
  9. სსიპ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი – https://www.kiu.edu.ge/geo/home
  10. სსიპ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტი – https://zssu.ge/
  11. სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი – https://bsu.edu.ge/
  12. სსიპ თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია – https://art.edu.ge/
  13. სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი – https://tsmu.edu/ts/
  14. სსიპ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი – https://atsu.edu.ge/ge/home
  15. სსიპ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი – https://tesau.edu.ge/
  16. სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია – https://eta.edu.ge/
  17. სსიპ ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტი – https://batu.edu.ge/
  18. სსიპ საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტი – https://sportuni.ge/
  19. სსიპ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი – https://www.gu.edu.ge/ge/
  20. შპს ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი – https://cue.edu.ge/
  21. შპს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი – https://gruni.edu.ge/
  22. შპს თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი – https://freeuni.edu.ge/ge/
  23. შპს პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია – https://tma.edu.ge/
  24. შპს დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი – https://college.dtmun.ge/
  25. შპს ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტი – https://bnu.edu.ge/
  26. შპს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი – https://ibsu.edu.ge/
  27. შპს ალტე უნივერსიტეტი – https://alte.edu.ge/ka
  28. შპს სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი – https://www.sabauni.edu.ge/ka
  29. შპს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი – https://ciu.edu.ge/ka
  30. შპს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი – http://gau.edu.ge/ka
  31. შპს საქართველოს უნივერსიტეტი – https://www.ug.edu.ge/
  32. შპს კავკასიის უნივერსიტეტი – https://www.cu.edu.ge/ka
  33. შპს უნივერსიტეტი გეომედი – https://geomedi.edu.ge/
  34. შპს საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ – https://seu.edu.ge/ka/
  35. შპს ევროპის უნივერსიტეტი – https://eu.edu.ge/
  36. შპს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი – https://eeu.edu.ge/
  37. შპს ბაუ ინთერნეიშენალ უნივერსითი, ბათუმი – https://bauinternational.edu.ge/
  38. შპს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი – https://btu.edu.ge/
  39. შპს უნივერსიტეტი ალტერბრიჯი – https://alterbridge.edu.ge/
  40. შპს აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტი – https://eastwest.edu.ge/
  41. შპს საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი ჯიუ – https://giu.edu.ge/
  42. შპს კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტი – https://kwiu.edu.ge/ka
  43. შპს ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტი – https://abmu.edu.ge/ge/about
  44. შპს საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი – https://ssu.edu.ge/
  45. შპს ახალი უმაღლესი სასწავლებელი ნიუუნი https://newuni.edu.ge/%e1%83%9b%e1%83%97%e1%83%90%e1%83%95%e1%83% 90%e1%83%a0%e1%83%98-2/
  46. შპს თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტი – https://www.thu.edu.ge/ka
  47. შპს ბრიტანული უნივერსიტეტი – https://www.britishuni.edu.ge/ka
  48. ნეუ ეროვნული საგანმანათლებლო უნივერსიტეტი – https://neu.edu.ge/
  49. ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმ. ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი – https://www.tbeli.ge/
  50. ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი – https://www.sangu.edu.ge/geo/home
  51. ა(ა)იპ ჯიპა - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი – https://gipa.ge/
  52. ა(ა)იპ - საქართველოს საპატრიარქოს წმ. თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტი – https://tamariuni.edu.ge/ka/
  53. ა(ა)იპ - გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტი – https://galoba.edu.ge/
  54. ა(ა)იპ ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი – https://newvision.ge/ka/
  55. ა(ა)იპ საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი – https://agruni.edu.ge/ge/
  56. ვებსტერ უნივერსიტეტის, ინკ.-ის ფილიალის საქართველოში – https://webster.tb.edu.ge/%E1%83%95%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A1%E1 %83%A2%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1- %E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%95%E1%83%94%E1%83%A0%E 1%83%A1%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%98-4/

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

შენიშვნა: უნივერსიტეტში შესვლისას ხშირად ისეთი განცდა გაქვს, თითქოს სრულიად ახალ სამყაროში აღმოჩნდი, ახალი წესებით, ახალი სისტემით და, რაც მთავარია, ახალი სიტყვებით. ბევრი ტერმინი თავიდან უცნაურად ჟღერს და შეიძლება ვერ მიხვდე, რას ნიშნავს, მაგრამ რეალურად ისინი უბრალოდ უნივერსიტეტის ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია. ქვემოთ სწორედ იმ ძირითადი ტერმინების მცირე ჩამონათვალია, რომლებსაც ყველაზე ხშირად შეხვდები და რომლებიც დაგეხმარება „უნივერსიტეტის ენა“ უფრო მარტივად გაიგო.

აკადემიური წელი – უნივერსიტეტის სწავლების სრული ციკლი (როგორც სასკოლო წელი), ჩვეულებრივ იყოფა ორ სემესტრად.

სემესტრი – ნახევარი აკადემიური წელი (ხშირად 15-16 კვირა სწავლა + გამოცდები).

ცხრილი – შენი ლექციებისა და სემინარების გრაფიკი: რომელ დღეს, რომელ საათზე, რა საგანი გაქვს.

ლექცია – დიდი აუდიტორიისთვის ჩატარებული „გაკვეთილი“, რომლის დროსაც ლექტორი თემას ხსნის, სტუდენტები ძირითადად უსმენენ.

სემინარი – ჯგუფური პრაქტიკული მეცადინეობა, რომლის დროსაც სტუდენტები უფრო აქტიურად მონაწილეობენ: მსჯელობენ, აკეთებენ პრეზენტაციებს.

ლექტორი – ადამიანი, რომელიც უნივერსიტეტში ასწავლის (მასწავლებლის მსგავსი, მაგრამ აკადემიური სტატუსით). სემინარის ხელმძღვანელი – ლექტორის ასისტენტი, რომელიც წარმართავს სასემინარო პროცესს: იბარებს სტუდენტების მიერ მომზადებულ მასალას და წერს შეფასებებს.

დეკანი – უნივერსიტეტში ამა თუ იმ ფაკულტეტის ხელმძღვანელი.

დეკანატი – ფაკულტეტის ადმინისტრაცია (დეკანის ხელმძღვანელობით), რომელიც აგვარებს ორგანიზაციულ საკითხებს (ცხრილი, რეგისტრაცია და სხვ.).

ფაკულტეტი – უნივერსიტეტის დიდი განყოფილება (მაგ: ჰუმანიტარული, სოციალურ მეცნიერებათა და ა. შ.).

სილაბუსი – სასწავლო კურსის პროგრამა, რომელშიც მოცემულია კურსის სათაური, მიზანი და ამოცანები, სწავლების ფორმატი (სწავლების მეთოდი), კურსის საათობრივად გაწერილი შინაარსობრივი გეგმა გამოყენებული სახელმძღვანელოების გვერდების ან სხვა რესურსების დეტალური მითითებით, ასევე კურსის შეფასების პრინციპები (შუალედური, შემაჯამებელი, განმსაზღვრელი და სხვა), მოსალოდნელი შედეგები, კერძოდ, იმ ცოდნისა და უნარ-ჩვევების ჩამონათვალი, რომელსაც უზრუნველყოფს კურსის დასრულება.

კრედიტი (ECTS) – ერთეული, რომელიც ასახავს სტუდენტის მიერ საგნის ასათვისებლად შესასრულებელი სამუშაოს მოცულობას, გამოხატულს დროის ერთეულში. მაგალითად, 5 კრედიტი = საშუალო დატვირთვის საგანი. უნივერსიტეტში საგანთა დიდი უმრავლესობა ხუთკრედიტიანია, სტუდენტმა ერთი საფეხურის განმავლობაში უნდა დააგროვოს კრედიტთა პროგრამის მიხედვით განსაზღვრული რაოდენობა (მაგ., ბაკალავრიატის 4 წლისთვის 240 კრედიტი).

GPA (Grade Point Average) – საშუალო ქულა, რომელიც აჩვენებს აკადემიურ შედეგს. ამ ქულის მაქსიმალური ოდენობაა 4. რაც უფრო მაღალია ეს ქულა, მით უფრო კარგი აკადემიური მაჩვენებელი გაქვს და შესაბამისად, უფრო მეტი შესაძლებლობა გეძლევა, იქნება ეს სტიპენდიის მიღება, გაცვლით პროგრამებში მონაწილეობა თუ ზოგადად აკადემიური წარმატების დაფიქსირება.

არჩევითი საგანი – საგანი, რომელსაც თავად ირჩევ შენი ინტერესის მიხედვით.

სავალდებულო საგანი – სპეციალობის მიხედვით ყველასთვის აუცილებელი კურსი.

შუალედური გამოცდა – გამოცდა, რომელიც კურსის გავლის შუა პერიოდში ტარდება და ამოწმებს კურსის დაწყებიდან გავლილი მასალის ცოდნის ხარისხს. ფინალური გამოცდა – სემესტრის ბოლოს ჩატარებული შემაჯამებელი გამოცდა, რომელიც ამოწმებს რამდენად კარგად აითვისე საგანი. ხშირად ის კურსის სხვა კომპონენტებთან (დასწრება, აქტივობა, პრეზენტაცია, რეფერატი...) შედარებით უფრო დიდი ქულით ფასდება. ამიტომ სტუდენტები ამ გამოცდისთვის განსაკუთრებულად ემზადებიან.

გადაბარება – გამოცდის ხელახლა ჩაბარება.

მაინორი – (დამატებითი სპეციალობა) ბაკალავრიატის საფეხურის სასწავლო პროგრამა, რომელიც სტუდენტს საშუალებას აძლევს ძირითადი პროფესიის პარალელურად დაეუფლოს სხვა სფეროს. იგი ჩვეულებრივ მოიცავს 60 ECTS კრედიტს, ირჩევა მეორე ან მესამე კურსიდან და ზრდის დასაქმების შესაძლებლობებს.

აკადემიური რეგისტრაცია – საგნების არჩევა კონკრეტულ სემესტრში.

კოლოკვიუმი – მცირე გამოცდა ან შუალედური შემოწმება.

ქვიზი – პატარა ტესტი, რომელიც შეიძლება სემინარის დროს დაიწეროს.

პლაგიატი – სხვისი ნაშრომის გადმოწერა/გამოყენება მითითების გარეშე (აკრძალულია და სერიოზულად ისჯება).

რეფერატი – პატარა წერითი ნაშრომი რომელიმე თემაზე.

ესე – ტექსტი, რომელშიც შენს აზრს ამტკიცებ არგუმენტებით.

სამეცნიერო ხელმძღვანელი – ადამიანი, რომელიც გეხმარება ნაშრომის/თეზისის დაწერაში.